რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ვლადიმერ მედინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად, დღეს უკრაინას უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 ცხედარი გადაეცა“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.
მედინსკის განცხადებით, გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 19 რუსი სამხედროს ცხედარი გადასცა.
შეგახსენებთ, სტამბოლში 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში