რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინას გადასცა კიდევ 1000 ჯარისკაცის ცხედრები

დღეს, 17 ივლისს რუსეთმა „სტამბოლის შეთანხმებების გაგრძელებით“ უკრაინას გადასცა შეიარაღებული ძალების კიდევ 100 ჯარისკაცის ცხედრები. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელიბდა.
მედინსკის ცნობითვე, რუსეთმა 19 მებრძოლის ცხედრები მიიღო.
უკრაინას ცხედრების დღევანდელ გაცვლაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინა და რუსეთი დაღუპულთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლაზე თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2025 წლის მაისსა და ივნისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
ერთი თვის წინ, 16 ივნისს, როცა რუსეთმა უკრაინას საომარი მოქმედებებისას დაღუპული კიდევ 1245 ადამიანის ცხედრები გადასცა, სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ეს პროცესი დასრულებულია და უკრაინამ საერთო ჯამში, 6057 ცხედარი მიიღო.
პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)