მიქანაძე ადასტურებს, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი არ აქვს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ადასტურებს, რომ მას ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი არ აქვს.
ამის შესახებ მიქანაძეს განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც OC Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ განათლების მინისტრს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორანტურა არ დაუმთავრებია.
OC Media-მ ეს ინფორმაცია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტთან მას შემდეგ გადაამოწმა, რაც 30 ივნისს გივი მიქანაძის მინისტრად წარდგენისას,„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას „სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში“.
თუმცა ახლა გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი ს არ მოუტყუებია.
„ირაკლი კობახიძეს არაფერი არ მოუტყუებია, მან თქვა, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტიაო. ასე, რომ ძალიან გთხოვთ, რა… იცით როგორი უსუსურები ხართ? მართლა სასაცილოები ხართ… თქვენ ვერ მაჩვენებთ ჩემს ვერცერთ ბიოგრაფიულ რეზიუმეს, სადაც წერია, რომ მე მაქვს ხარისხი დაცული. ირაკლი კობახიძეს არ მოუტყუებია, იქ კანდიდატი წერია. შეიძლება კანდიდატი აღქმული იყოს, როგორც დაცული და ამიტომ ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კითხვაზე აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას ამსტერდამის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, მიქანაძე პასუხობს:
„როგორ ფიქრობთ, მცალია?“.