“რუსთავი 2-ის” დირექტორის პოსტზე ვაკო ავალიანი ბაკურ ბაკურაძემ შეცვალა – ახალი ხელმძღვანელი ტელევიზიის თანამშრომლებს დღეს, 17 ივლისს, თავად ავალიანმა წარუდგინა.
ვაკო ავალიანმა “რუსთავი 2” დატოვა ხელისუფლებისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ, გადასულიყო დიპლომატიურ სამსახურში. ის ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ინიშნება საქართველოს ელჩად.
ბაკურ ბაკურაძე ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტებისა და სადღესასწაულო წარმოდგენების დადგმებსა და რეჟისურაზე. “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ტელევიზიას გააკეთებს ის “რუსთავი 2-სგან”, პასუხი იყო “ეროვნულს”.




