თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოში ცნობილი ბალერინის – ელენე გლურჯიძის საერთაშორისო საზაფხულო კურსი ტარდება

საქართველოში საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოში ცნობილი ბალერინის – ელენე გლურჯიძის საერთაშორისო საზაფხულო კურსი ტარდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური საერთაშორისო საზაფხულო კურსის ჩატარების იდეა ეკუთვნის ელენე გლურჯიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო.
სასწავლო კურსი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. საზაფხულო სკოლის 120-მდე მოსწავლისთვის მასტერკლასებს ატარებენ ცნობილი პედაგოგები: ელენე გლურჯიძე, ნინო ანანიაშვილი, ოლგა სემიონოვა, სტანისლავ ფეკო, ვასილი მედვედევი, სარა ნაითი, ვლადა კოტერი, ვივიან ტრიანტაფილოპულო.
19 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე საზაფხულო სკოლის მონაწილეები საჩვენებელ წარმოდგენას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში