რუსი გამგებელი: ბელგოროდში უკრაინამ ერთი რუსი იმსხვერპლა

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის მიერ 2 იანვარს განხორციელებული თავდასხმისას. იერიში რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდზე იქნა მიტანილი.
რეგიონულმა გამგებელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა აფეთქებული რაკეტის გამო ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. მისი თქმით, ასევე რამდენიმე ადამიანია დაშავებული მანქანების ადგილობრივ ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებაში.
მთლიანობაში, რუსული მხარის ინფორმაციით, მათ 17 უკრაინული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
ამ ფონზე, აცხადებს, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
ცნობილია, რომ კიევზე და ხარკივზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი. გასული პარასკევის შემდეგ, რუსეთმა მართლაც უპრეცედენტო რაოდენობით – 300 თავდასხმა მოაწყო უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. ნაწილი დრონებით, ნაწილი კი რაკეტებით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია