ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ მმართველ პარტიას განახლებული მინისტრთა კაბინეტის სია წარუდგინა. ამის შესახებ პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტიის სხდომაზე დაახლოებით 30 წუთი იმყოფებოდა, რის დროსაც მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის და ახალი პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები წარადგინა.
განახლებულ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსოფრმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი დაიკავებს.
თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნა იგეგმება.
ეკონოკიმიკის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება იგეგმება, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელძღვანელებს.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკას დანიშვნა იგეგმება.
სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც დენის ულიუტინი უხელძღვანელებს.
ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება.
კულტურის მინისტრის კანდიდატურა ამ მომენტისთვის შერჩეული არაა.
განახლებული მთავრობის წევრებისთვის კენჭისყრა 17 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება