იაპონელი მაშველები მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ

ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც იაპონიას საახალწლოდ დაატყდა თავს, სულ ცოტა, 48 ადამიანი იმსხვერპლა. ყინვის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ იზოლირებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც შიშობენ, რომ შენობების ნანგრევებში ბევრი ადამიანია მოყოლილი.
1 იანვარს მომხდარი დაახლოებით 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის განსაკუთრებით იშიკავას სანაპიროზე იგრძნობოდა. შემდეგ საათებში კი მას საშუალოდ 5 მაგნიტუდის სიმძლავრის 200-მდე დამატებითი ბიძგი მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 2 იანვარს თქვა, რომ მიწისძვრის ზარალის მასშტაბი თანდათან “უფრო იკვეთება” კატასტროფიდან 24 საათის შემდეგ. “მთავრობამ რეგიონში გააგზავნა პოლიციის, სახანძროს და სასწრაფო დახმარების სამაშველო ჯგუფები და ყველაფერს აკეთებს ადამიანთა გადასარჩენად და გადარჩენილთა დასახმარებლად. მაგრამ, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება ხსნას დანგრეული შენობების ქვეშ“ – განაცხადა 2 იანვარს ქვეყნის ლიდერმა.
ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ სუზუში, სადაც 5 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, სახლების 90% დანგრეულია. ვითარებას ქალაქის მერი მასუჰირო იზუმია “კატასტროფულს” უწოდებს. ეპიცენტრის სიახლოვეს გადაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი და შეწყვეტილია სწრაფი მატარებლის მოძრაობა ტოკიოსა და იშიკავას შორის.
მიწისძვრამ ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მიმდებარე რეგიონებში ცუნამის საშიშროება გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობას ევაკუაცია ურჩიეს. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ძლიერმა ტალღებმა სანაპიროებზე სახლების და მანქანების ნაწილი ზღვაში გადარეცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს