ქუთაისში პოლიციელებს მოქალაქის ცემასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ქუთაისის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
ადვოკატი ლევან ჭელიძე იუწყება, რომ ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცს „საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს“.
მთავარი არხისა და ტვ პირველის ცნობით, ინციდენტი ქუთაისის ავანგარიდს დასახლებაში მოხდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას, გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აედევნა.
ადვოკატის თმით, პოლიციელებმა ნაცემი პირი დააკავეს და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ლევან ჭელიძის თქმითვე, იზოლატორის თანამშრომლებმა მას დაუმალეს, რომ დაკავებული ნაცემი იყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
ჭელიძე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია ფეოსბუკით გაავრცელა, შსს-ს გენერალური ინსპექციიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაუკავშირდნენ და საკითხის მოკვლევა დაიწყეს.
მთავარი არხის თანახმად, დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს და მისი სასამართლო 16 იანვარსაა ჩანიშნული.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ