რუსეთის სამხედროების თქმით, ბელგოროდზე მესამე საჰაერო იერიში მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბელგოროდის თავზე კიდევ რვა რაკეტა „ოლხა“ ჩამოაგდეს.
მანამდე ს სამხედროები იტყობინებოდნენ ბელგოროდის თავზე განადგურებული ცხრა რაკეტის შესახებ.
საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მხარეთა მიერ დასახელებული ფაქტების სანდოობის შემოწმება.
ამასობაში სოცქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქზე იერიშის შედეგად არის ნგრევა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა მამაკაცი, კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა.
უკანასკნელ დღეებში ბელგოროდის წინააღმდეგ მძლავრი სარაკეტო იერიშები განხორციელდა. რასაც, როგორც იუწყებიან, შეეწირა 20-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. რუსეთი ამ თავდასხმაში ს სდებს ბრალს.
ამავე დროს რუსეთის ჯარები მასირებულად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. უკრაინის პრეზიდენტ ს თქმით, 2 იანვარს კიევში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 პირი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ გაშვებული რაკეტებითა და დრონებით. ს სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო.
ხარკოვიდან იუწყებიან რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზე, 20-მდე პირი დაჭრილია.
ეს ფართო მასშტაბის ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო იერიშია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ.
დაწერეთ კომენტარი