ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში – ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება

როგორც უკვე იცით, ვიქტორ ოსიმენი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს. ცნობილი გახდა ნიგერიელის შესაძლო ტრანსფერის დეტალები.
ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, გუნდის წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა, არც სამედიცინო შემოწმება გაიარა და Spazionapoli-ს მტკიცებით, არაა გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ამის გამო სასამართლოში უჩივლოს.
ჟურნალისტი ხერარდო ფაზანო წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა და ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს შური იძიოს.
სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ოსიმენმა თავისი სოციალური ქსელებიდან „ნაპოლიში“ გადაღებული ყველა სურათი ამოიღო, რაც კლუბის და გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობაა.
Sky Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისმა „გალათასარაის“ ნიგერიელის სანაცვლოდ 75 მილიონის გადახდაზე უარი უთხრა, თანხის მიღება ერთად უნდა და ამისათვის ბოლო ვადა დაუთქვა – 18 ივლისი.
რაც შეეხება პსჟ-ს. მწვრთნელი ლუის ენრიკე ოსიმენის შეძენის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს ლუის კამპუშს ვიქტორის თავის გუნდში გადაყვანა დიდი ხანია უნდა. ერთი პერიოდი კლუბში მისი პოზიციები შესუსტებული იყო, ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ შეიძლებოდა კლუბი დაეტოვებინა, თუმცა ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს და ახლა სატრანსფერო პოლიტიკაში ისევ აქტიურად ჩაერთო.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ოსიმენი პსჟ-ს შემდეგი პირობებით მიჰყიდოს – 40 მილიონი დაუყოვნებლივ, 35 მილიონი მომავალ წელს და პროცენტი მომავალი ტრანსფერიდან.
არადა, ასეთი ბომბარირი პარიზულ გუნდს მართლაც სჭირდება, სთან ერთად ის შეტევაში კვლავ შექმნის მრისხანე დუეტს და ქართველის საგოლე მოქმედებების რაოდენობაც მკვეთრად მოიმატებს.
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
Ballon d’Or 2025. რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “ჩელსისთან” ნადგურდება
[VIDEO] 0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
“რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?” – იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ
Ballon d’Or 2025. რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ – არა
ანტონიო კონტემ “ნაპოლიში” დარჩენის მიზეზი განმარტა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს “პარტენოპეის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
“ის უბრალოდ ამას ცდილობდა” – პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
“ნაპოლი” არ ჩერდება – “პარტენოპეიმ” ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
მიქაუტაძის სანაცვლოდ “რომაზე” 2 მილიონით მეტი შესთავაზეს – ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
იყო თუ არა “ლივერპულის” ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
მიზეზი ფულია – თურქი ჟურნალისტი ოსიმენის “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს – “ნაპოლი” ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
“ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ” – იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა