ბათუმის-გონიოს ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმის-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო