გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია – სახელმწიფო რწმუნებული

გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.
„ამ ეტაპისთვის შემოსული ინფორმაციის თანახმად, 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ქვშარში იყო, რომელიც ეკუთვნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტს. გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში. სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.
მიწისძვრა თბილისის დროით 11:44 საათზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ