სერგეი ლავროვი – დონალდ ტრამპი ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან უზარმაზარი, უღირსი ზეწოლის ქვეშაა

გვსურს, გავიგოთ რა დგას -ის პრეზიდენტის, ს განცხადების უკან, რომელიც ში კონფლიქტის მოგვარებისთვის 50-დღიან ვადას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„გვსურს, გავიგოთ რა დგას ამ განცხადების უკან. 50 დღე. ადრე 24 საათი იყო, იყო 100 დღეც. ყველამ გამოვიარეთ ეს და ნამდვილად გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებს აშშ-ის პრეზიდენტს“, – განაცხადა ლავროვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი მტკიცებით, დონალდ ტრამპი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ვლადიმერ ზელენსკის მოთხოვნას უკრაინის თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
„ცხადია, რომ ის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, უღირსი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც უცერემონიოდ უჭერენ მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, გააგრძელონ მისი თანამედროვე, მათ შორის თავდასხმითი იარაღით, მომარაგება დასავლეთის ქვეყნებში გადასახადის გადამხდელებისთვის სულ უფრო და უფრო დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას რუსეთისთვის 100%-იანი გადასახადების შემოღების შესახებ.
„ჩვენს წინააღმდეგ ისედაც გამოცხადებულია უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები, ვუმკლავდებით და ეჭვი არ მეპარება, რომ გავუმკლავდებით. ეს დასკვნა ასევე ეფუძნება შეფასებას, დამოუკიდებელი, მათ შორის მრავალი დასავლელი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ანალიზს. ჩვენი სავაჭრო კონტრაგენტები ისმენენ იმას, რაც ითქვა, მაგრამ ახლა მათ ძნელად თუ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების პროგნოზირება. მათ აქვთ საერთაშორისო ვალდებულებები და ვიცნობ რა ჩვენს პარტნიორებს, ვერ ვხვდები, როგორ შეუძლიათ უარი თქვან დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, როგორც ორმხრივი არხებით, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში მიღწეული შეთანხმებების შესრულების პოლიტიკაზე“,- აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ