სოსო ფხაკაძე – ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მნიშვნელოვნად აფასებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას გულისხმობს.
ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ფხაკაძემ დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესისთვის ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება.
„ბიზნესასოციაციამ მივულოცეთ მთავრობას, პარლამენტსა და საქართველოს ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ გასულ კვირაში მიიღო. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ის ქვეყნები, რომლებმაც გაიარეს ის გზა, რაც საქართველომ უნდა გაიაროს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება. ბიზნესისთვის ეს ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება, რადგან ამ ქვეყნებში, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესი, კომპანიების კაპიტალიზაცია და საბოლოოდ, ეს არის ამოცანა, რის გამოც იქმნება ბიზნესი”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის უმნიშვნელოვანესია.
„პირველ რიგში, უფრო მეტი ურთიერთობა და ეფექტიანი პარტნიორობა ექნებათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზართან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორები ყოველთვის კითხულობენ ამის შესახებ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, ამ განცხადების შემდეგ, საქართველო და ქართული ბიზნესი თანდათან უფრო უკეთ იგრძნობს საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტად უსაფრთხო ხდება.
როცა ქვეყნისადმი ნდობა იზრდება, უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებსაც სჭირდებათ ინვესტიციები, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები და ეკონომიკური განვითარების ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება