შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია ჩიხშია, ერთი მეორეზე უარესი გზა აქვთ: გავლენ არჩევნებზე, თუ არა, დამარცხდებიან – აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პარტიონები, უნდათ, წითელზეც დადონ და შავზეც

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში. ფაქტობრივად, 2 გზა აქვთ და ერთი მეორეზე უარესია – გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, არ გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შორის, ადგილობრივი ს საკითხზე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პარტიები ფიქრობენ, რომ მათი რომელიმე ფსონი მაინც გაამართლებს, მაგრამ „საბოლოოდ, მათი შედეგი ნული იქნება“.
„ერთ შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნებში, მეორე შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნების შედეგად პოლიტიკურად. მათთვის პოლიტიკური მარცხი არის ორივე გზა. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური დილემა მათთვის და რაც მთავარია, ეს არის დილემა მათი დამკვეთებისთვის, ისინი ვერ გარკვეულან. ვხედავთ, რომ არის არა ანალიზის შედეგი, არამედ ჩვეულებრივი აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრიონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, რომ დადონ. გაყვეს 4 ბარიერ გადალახული პარტია: 2 მონაწილეობს არჩევნებში, 2 არა და ფიქრობენ, რომ იქნებ რომელიღაც ფსონმა გაამართლოს. საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერში შანსი ნული აქვთ. ასე, რომ, ნული იქნება საბოლოოდ მათი შედეგიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ვინ შეიძლება იყოს ოქტომბრის არჩევნებზე „ლელოს“ და „გახარია საქართველოს“ მერობის კანდიდატი , შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არის „თაღლითი“, ხოლო გიორგი გახარია კი “მატყუარა“.
„ვინ უნდა იყოს გახარიას და ხაზარაძის კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ?! შეუძლებელია მათი წიაღიდან ან მათი ინიციატივით რაიმე სერიოზული წამოვიდეს. შეგახსენებთ, ვისთან გვაქვს საქმე – მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლო განაჩენით აღიარებული არის თაღლითად, რომელმაც ეს განაჩენი გააპროტესტა, წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, მილიარდ ნახევარი მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმაც უთხრა,რომ თაღლითი იყო. იქით დააკისრა 600 ათასი დოლარის გადახდა ბიუჯეტში და გადაიხადა. მეორე მხარეს არის გიორგი გახარია, რომელიც არის სიტუაციური მატყუარა, რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ საგამოძიებო კომისიაზე. იმისთვის, რომ კონკრეტულ მომენტში უხერხული კითხვიდან გამომძვრალიყო, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორე წუთს კი გადათქვამდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.