რობინ დანიგანი – ამერიკელი და ქართველი ხალხის კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია – საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ! მადლობა, რომ გამიღეთ თქვენი სახლის კარი და შეხვედრამდე!

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე! – ამის შესახებ -ის ელჩი საქართველოში გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
დანიგანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი კი, გაუტეხელია.
„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით და სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.
ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე!“- განაცხადა რობინ დანიგანმა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, მიიღო პირადი გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორდეს და პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანმა აღნიშნა, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია.