რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ გუსევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის განცხადებით, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
გუსევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა მრავალსართულიან შენობებში, კერძო სახლები, ავტომობილები და სავაჭრო ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟის ოლქში ღამით 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული