2 იანვარს სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლი ჯემიონი კისრის არეში დაჭრეს დანით, სამხრეთის ქალაქ ბუსანში ვიზიტისას და ის საჰაერო გზით სეულის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ლი ჯემიონს, რომელიც მცირედი განსხვავებით დამარცხდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობიერება შენარჩუნებული ჰქონდა თავდასხმის შემდეგ. მას თავს დაესხა კაცი, რომელიც საჯარო შეხვედრაზე მის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის მოძრაობდა, თავდასხმის მოტივი უცნობია.
ლი ჯემიონისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმომჩენთა შორის მყოფი ერთ-ერთი პირის თქმით, მისი სეულში გადაყვანა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.