: თითოეული უდანაშაულოდ განწირული სიცოცხლე შენს სინდისზეა

ფილოსოფოსი :
თქვენი ვერსიით დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხომ ვცხოვრობთ? ამ ტიპის სახელმწიფოში პოლიტიკის საფუძველია წარმომადგენლობითობა. ერთი პოლიტიკოსი, ან პოლიტიკოსთა ჯგუფი წარმოადგენს რამდენიმე ათას ადამიანს. აი რომ იტყვი ამას მივეცი ხმაო, გასაგები ხდება რას ფიქრობ სამყაროზე, პოლიტიკაზე, ბუნებაზე, განათლებაზე და ა.შ. ვინაიდან ის ვიღაცა წარმოგადგენს შენ. პრინციპია ასეთი.
ხოდა სანამ არჩევნის უფლებას წამართმევდნენ, მე რომ მინდოდა რომ ვიღაცას წარმოვედგინე, იმ ვიღაცამ სიტყვა რომ თქვა, აღარ გადათქვა და ციხეში ზის ახლა. მე მინდოდა რომ ისეთ ადამიანს წარმოვედგინე, ვინც სიტყვას არ უღალატებდა, და მართალიც აღმოვჩნდი.
აი შენ რომ “კაცი” წარმოგადგენს, ის ხომ გპირდებოდა ღირსებით ორფეხზე ევროპისკენ სვლას და “დან” ერთ კვირაში ხო მოგახალა რომ არანაირი ევროპისკენ სვლა აღარ იქნება… მაგრამ ამას გარდა, მაგ კაცმა შენი მეგობრები ძვლებში დალეწა, შენი კულტურა ჩამორეცხა და გადაწერა, საკუთარი “მეგობრები” თვითმკვლელობამდე მიიყვანა, შენი თანამოქალაქეების მხოცველ სახელმწიფოს შეეკრა, და-ძმას გადაკიდა, უდანაშაულო ხალხი ციხეში გამოამწყვდია, მორალურად ჩამოშალა და დააქცია სასამართლო და ძალოვანი სისტემები, საკუთარი აზრის გამოთქმისთვის სამსახურებიდან გაყარა პროფესიონალები.
ხოდა მე ერთხელ მივეცი ხმა და მორჩა კი არა, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ეს რეჟიმი გადადგამს შენი პასუხისმგებლობაა. თითოეული დაჩაგრული ადამიანი შენს მიერ დაჩაგრული ადამიანია. თითოეული უდანაშაულოდ განწირული სიცოცხლე შენს სინდისზეა.
გინდა ახტი, გინდა გაიკვანწე, გინდა გეოპოლიტიკაზე ისაუბრე და გინდა ომით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ჭმუნვებზე.
დამნაშავე ხარ – პრინციპია ასეთი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება