შსს “სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შესახებ, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
„ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ – აფგან სადიგოვი 55-ჯერ არის დაჯარიმებული 5000 ლარით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის – შსს პერიოდულად, 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე აჯარიმებდა, თუმცა მისთვის არავის შეუტყობინებია