დონალდ ტრამპი – Patriot-ის სისტემები უკრაინაში ძალიან მალე იქნება

Patriot-ის სისტემები ში ძალიან მალე იქნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.
„ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაიგზავნება. რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც Patriot-ები აქვს ჩაანაცვლებს იმ სისტემებს, რაც მათ აქვთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „ძლიერი ევროპა ძალიან კარგი რამ არის“.
„გერმანიასა და დიდი ქვეყნების უმეტესობას ვესაუბრე და ამ საკითხის მიმართ ენთუზიაზმით არიან განწყობილები. მათ ომის დასრულება სურთ და მზად არიან, რომ ამისთვის ძალიან შორს წავიდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ბევრს“ ესაუბრება.
„ამის დასრულების შესახებ პუტინთან ბევრს ვსაუბრობ და საუბრის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კარგი სატელეფონო ზარი იყო. თუმცა, ამის შემდეგ სა და სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებენ. როცა ეს სამჯერ და ოთხჯერ ხდება, შემდეგ უბრალოდ ამბობ, რომ საუბარს აზრი აღარ აქვს. მასთან ჩემი საუბრები ყოველთვის სასიამოვნოა. როცა სახლში ვბრუნდები პირველ ლედის ვეუბნები, რომ დღეს ვლადიმერთან მშვენიერი საუბარი მქონდა. ის კი მეუბნება: მართლა? ახლახან კიდევ ერთი ქალაქი დაბომბეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.