რუსეთში მწერალ ბორის აკუნინს დაუსწრებლად მიუსაჯეს 14-წლიანი პატიმრობა

რუსეთში სამხედრო სასამართოს საოლქო უწყებამ დაუსწრებლად 14 წლით მიუსაჯა პატიმრობა მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) – ტერორისტული მოქმედებების მხარდაჭერის, ტერორიზმის გამართლების და ე.წ. “უცხოეთის აგენტის” რეესტრის წესების შეუსრულებლობის მუხლებით. ამასთან, აკუნინი დაჯარიმდა 400 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 100 ამერიკული დოლარი) ოდენობით და აეკრძალა საინტერნეტო გვერდების მართვა სასჯელის მოხდიდან 4 წლის განმავლობაში.
განაჩენის თანახმად, სასჯელის პირველი ოთხი წელიწადი აკუნინმა უნდა დაჰყოს ციხეში, დანარჩენი 10 – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ბრალდების მხარე აკუნინისთვის 18 წლით ითხოვდა პატიმრობას.
ბორის აკუნინი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. მისი თქმით, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სასამართლო პროცესში – აკუნინი პროცესს არ აღიარებს და მას “ბალაგანად” მიიჩნევს. მისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი სასამართლოზე განსასჯელის უდანაშაულობას ამტკიცებდა.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 2025 წლის 11 იანვრიდან 24 აპრილამდე ბორის აკუნინმა თავის ტელეგრამის არხზე განათავსა “არანაკლებ 33 მასალა”, იმის აღნიშვნის გარეშე, რომ ეს მასალები ეხებოდა “უცხოეთის აგენტის” ქმედებებს.
ტერორიზმის გამართლების შესახებ ბრალდება უკავშირდება აკუნინის მიერ ტელეგრამით 2024 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტს – “ახლა მე რევოლუციას ვუჭერ მხარს, რადგან სხვა არანაირი საშუალებით არ გამოვა დიქტატურისგან გათავისუფლება. არ არის და არ იქნება, ოპონენტებს რეჟიმი ხოცავს ან ციხეებში ალპობს. დიახ, რევოლუცია – ეს აფეთქებაა. მაგრამ ისტორიაში არსებობს ისეთი ხერგილები, რომლებსაც აფეთქების გარდა, ვერაფრით ვერ გაწმენდ”.
“ტერორისტული მოქმედების მხარდაჭერად” ბრალდება მიიჩნევს სატელეფონო საუბარს აკუნინსა და ე.წ. პრანკერებს, ვოვანსა და ლექსუსს შორის – რომლებმაც მას თავი წარუდგინეს უკრაინის პრეზიდენტად, დ და კულტურის მინისტრად, ოლექსანდრ ტკაჩენკოდ. ამ საუბარში აკუნინი გამოდიოდა “ს და უკრაინის კულტურის მოღვაწეების გაერთიანებისკენ” მოწოდებით და აცხადებდა, რომ გამარჯვება შეიძლება მოხდეს მხოლოდ “ტვინებსა და გულებში” და არა ბრძოლის ველზე. აკუნინი ასევე გამოდიოდა მოწოდებით, აქტიური აგიტაცია ჩასტარებოდათ რუსეთის სამხედროებს, რათა ისინი ს ჩაჰბარებოდნენ და უკრაინის მხარეს გადასულიყვნენ.
ფორუმი