ში მსხვერპლი მოჰყვა ს ჯარების მორიგ შეტევას

მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა ზე ს ჯარების მორიგ შეტევას, რომელიც 14 ივლისის დილამდე გაგრძელდა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით და მართვადი ავიაბომბებით შეტევის შედეგად შოსტკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი და კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ სუმიში რუსული დრონით დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე, რომელიც მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა. სამსახური კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ხანძარი გაჩნდა რამდენიმე სახლში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 საზენიტო მართვადი რაკეტა და 136 დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 61 ჩამოაგდეს, 47 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს.
სარდლობა ადასტურებს რუსული დრონებით უშუალო დარტყმას 28 ადგილზე და ნამსხვრევების ჩამოცვენას 4-ზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან