ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება

ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგება. შტატების მიერ ინიცირებული, 60-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანას და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.
„სისტემურად ვსაუბრობთ ღაზის სექტორზე. იმედი მაქვს ზავის საკითხს გავუმკლავდებით და კვირის განმავლობაში შედგება. ვნახოთ, რა მოხდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა