ზურაბ ფარჯიანი: პირდაპირ ამბობენ, “საქართველოს “დაბრუნება” ისე მოგვიწევს, როგორც ახლა ვაბრუნებთ უკრაინასო”. კი იცით, როგორც “აბრუნებენ” და გინდათ?

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
“ადამიანურ” ზომაზე დავიყვანე “შუხუთელი” რუსების ვიდეო.
მართლა არ ვარ არც რუსების აქ ჩამოსვლის წინააღმდეგი, არც ტურისტების, არც “აიტიშნიკების”. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მიზეზები მძულდეს, არ მძულს.
სულ მყოფნიდა მაგდენი რაციონალიზმი. 2012 წლამდეც არაფერი მქონდა რუსული ინვესტიციების საწინააღმდეგო და არც ახლა მაქვს. რუსი თუ ადამიანურად იქცევა და ქართველი არაკაცურად, არც მაგის აღიარება მიჭირს.
მაგრამ რუსების ამ მასშტაბით შემოსვლას უნდა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი. კონტროლი, რომელიც არ გვაქვს, რადგან არც სახელმწიფო გვაქვს უკვე. კოოპერატივი ვართ.
და თუ ეს პროცესი არ გაკონტროლდა, მივიღებთ ომს, რომელიც “გაანულებს” ყველანაირ “სიკეთეს” რაც რუსი ტურისტის თუ ინვესტორისგან ოდესმე მიგვიღია და საბოლოოდ დაშლის ქვეყანას.
დაგიშლით რესტორნებს, სასტუმროებს, მანქანების “სადილეროებს” თუ ბაზრობებს. ყველაფერს, რისთვისაც გიწვალიათ.
საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. მორჩა. არც ინგლისური, არც მით უმეტეს რუსული.
მით უმეტეს რუსული, რადგან არა მარტო ოკუპანტის ენაა, არამედ რუსული ენა წლებია გამოიყენება ომების დაწყების საბაბად. და ზუსტად ამას აპირებენ ჩვენთანაც მსგავსი “არხიპოვების” დახმარებით.
პირდაპირ ამბობენ, “საქართველოს “დაბრუნება” ისე მოგვიწევს, როგორც ახლა ვაბრუნებთ სო”. კი იცით, როგორც “აბრუნებენ” და გინდათ?
“ობერქოცების” გამოფხიზლების იმედი მე არ მაქვს. ტყუილია. მაგრამ სუს-ში და -ში ალბათ 95% ხომ ხართ ის ხალხი, ვისაც არც დუბაიში აქვს გასაქცევი, არც მილანში, რატომ წირავთ საკუთარ და ჩვენს შვილებს ამ უბედურებისთვის?
ლალი მოროშკინა მიხვდა “რაცხას” და თქვენ? 🙂

მადლობა გაწეული შრომისთვის აი, ფაქტი •