მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა აუქციონზე 10 მილიონად გაიყიდა – ვინ არის მყიდველი

ორი­გი­ნა­ლი “ჰერ­მე­სის” ჩან­თა, რო­მე­ლიც ჯეინ ბირ­კინს ეკუთ­ვნო­და და Birkin-ის მო­დე­ლის პრო­ტო­ტი­პი გახ­და, Sotheby’s-ის აუქ­ცი­ონ­ზე 10.1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, რი­თაც ის აუქ­ცი­ონ­ზე ოდეს­მე გა­ყი­დულ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ჩან­თად იქცა. მყიდ­ვე­ლი ია­პო­ნე­ლი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა.

  • წინა რე­კორ­დი ეკუთ­ვნო­და Hermès Kelly-ის ჩან­თას, რო­მე­ლიც ნი­ან­გის ტყა­ვის­გან იყო შექ­მნი­ლი და ბრი­ლი­ან­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ეს ჩან­თა2021 წელს 513 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

აუქ­ცი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, Birkin-ის ჩან­თა და­ახ­ლო­ე­ბით 10-წუ­თი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის შემ­დეგ გა­ი­ყი­და, რო­მელ­შიც ცხრა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მყიდ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მო­დუ­რი აქ­სე­სუ­ა­რი

შავი ტყა­ვის ჩან­თა მომ­ღე­რალ და მსა­ხი­ობ ჯეინ ბირ­კი­ნის­თვის 1985 წელს შე­იქ­მნა, მას შემ­დეგ რაც თვითმფრი­ნავ­ში, Hermès-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟან-ლუი დი­უ­მას გვერ­დით მჯდომ­მა, თა­ვი­სი ჩან­თა და­აგ­დო და მისი მთე­ლი შიგ­თავ­სი და­ი­ფან­ტა. ჯეინ ბირ­კინ­მა მა­შინ თა­ვის მე­ზო­ბელს ჰკი­თხა, რა­ტომ არ შე­ეძ­ლო მო­დის სახ­ლს უფრო დიდი ზო­მის ჩან­თე­ბის გა­კე­თე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ჯი­ბე­ე­ბით.

ჟან-ლუი დი­უ­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ხა­ტა ქა­ლის ხელ­ჩან­თის ეს­კი­ზი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის სურ­ვი­ლებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ჩან­თა მო­დის სახ­ლმა Hermès-მა გა­ყი­და და ეს აქ­სე­სუ­ა­რი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბად და სა­სურ­ველ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თად იქცა.

1994 წელს ჯეინ ბირ­კინ­მა თა­ვი­სი Hermès-ის ჩან­თა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და, რათა შიდსის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის თან­ხა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა.

“ლე­გენ­დის სა­ო­ცა­რი ძალა”

Sotheby’s-ის აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მორ­გან ჰა­ლი­მიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ფასი, რომ­ლი­თაც ჩან­თა გა­ი­ყი­და, აჩ­ვე­ნებს „ლე­გენ­დის სა­ო­ცარ ძა­ლას“ და მის უნარს, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი აი­ძუ­ლოს შე­ი­ძი­ნონ ნივ­თე­ბი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­ით.

“Birkin-ის ჩან­თის პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ასე­თი ნივ­თია – ნივ­თი, რომ­ლი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რია და­ი­წყო, ნივ­თი, რო­მელ­მაც მოგ­ვცა თა­ნა­მედ­რო­ვე კერ­პი, Birkin-ის ჩან­თა – მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ხელ­ჩან­თა“, – გა­ნა­ცხა­და ჰა­ლი­მიმ.

ამ­ჟა­მად Birkin-ის ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი ათო­ბით ათა­სი დო­ლა­რი ღირს. ასე­თი ჩან­თე­ბის მფლო­ბე­ლებს შო­რის არი­ან ქეით მოსი, ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი.