ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა დღეს 13:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის გამოკითხვა მოხდება.
წინასასამართლო სხდომაზე გამოცემა “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხა.
საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ცნობისთვის, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო