სუს-ში აცხადებენ, რომ „ მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ მოლმა“ მუშაობა განაახლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებამ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია