ლაშა ფარულავა – სანქციები გზაშია, ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული და დამანგრეველი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

სანქციების გაფართოება „ქართული ოცნებისთვის“ დამანგრეველ შედეგებს მოიტანს- ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული იქნება,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა და რეპარაცია ნაძარცვი ფულის გამო, რომელიც „რეჟიმმა ქართველი ხალხის ჯიბიდან მოიპარა“.
„ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ბუნებით არის კლეპტოკრატიული რეჟიმი, ოლიგარქია, რომელიც ფულს ინახავს ოფშორებში. ოფშორებში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ბრიტანული სანქციების გაფართოება „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ჩვენ ვხედავთ შიდა დაპირისპირებას, რეპარაციას იმ ნაძარცვი ფულის გამო, რომელიც წლებია მოიპარა ამ რეჟიმმა ქართველი ხალხის ჯიბიდან. გზაშია სანქციები, ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული და დამანგრეველი იქნება მათთვის“,-აღნიშნავს ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”