პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა თავდასხმას ბელგოროდზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა თავდასხმას ბელგოროდზე, რომელიც 30 დეკემბერს მოხდა. ეს პუტინმა განაცხადა მოსკოვთან ახლოს, იმ ჰოსპიტალში ყოფნისას, სადაც რუს სამხედროებს მკურნალობენ.
პუტინის თქმით, ბელგოროდზე იერიში განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან, რომელიც განურჩეველი იარაღია და ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა სამოქალაქო მოსახლეობაზე. “ის, რაც ბელგოროდში მოხდა – ცხადია ტერორისტული აქტია” – განაცხადა მან.
პუტინის თქმით, რუსეთს დარტყმები მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე მიაქვს – და ის უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს.
უკრაინის ტერიტორია 29 დეკემბერს დაექვემდებარა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას რუსეთის მხრიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, დაიჭრა ათობით პირი.
30 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ბელგოროდის ცენტრზე, დაიღუპა 24 ადამიანი, დაიჭრა 108.
იმავე დღეს რუსეთის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვს, დაშავდა 20 ადამიანი. დაჭრილებს შორის არის ბრიტანეთის მოქალაქე, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, რომელიც იქ გერმანელ ჟურნალისტებს ახლდა თან.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“