20 ივლისამდე (ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფ. დიოკნისი) ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ