სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა (12.07.2025)

“განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, – პეტრეპავლობა, გილოცავთ! ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას.“, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
“მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.
როგორი მადლით აღსავსე დღეებია!
როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!
ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ.
წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
12.07.2025″

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს