მარნეულში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორების ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორების ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 20 წლის ბიჭმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმეში დევს დანაშაულის იარაღი – დანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას