დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს – “ნაპოლი” ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

როგორც ჩანს, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯიბეზე ხელის გვარიანად გაკვრას აპირებს და ამაში მისი კომენტარიც მოწმობს.
მოგეხსენებათ, მან გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იმ პირობით შეინარჩუნა, რომ კლუბს გააძლიერებდა და ახლა თავისი სიტყვების ასასრულებლად ემზადება.
“პარტენოპეიმ” ამ ზაფხულს 2 ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და რამდენიმე ფეხბურთელს ამ გუნდს აქტიურად უკავშირებენ. ახლა “ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენის გაყიდვის ამბავი მალევე უნდა მოაგვაროს, რადგან სხვა მოთამაშეეების დამატებისთვის ფინანსური სახსრები ჰქონდეს.
“მალე ბევრ ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ. ანტონიო კონტე შესანიშნავია, ის საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი შესაძლოა გვყოლოდა. ანტონიო საბედნიეროდ ისევ ჩვენთანაა და მასთან მჭიდრო ურთიერთობა ვინარჩუნებთ”, – ციტირებს დე ლაურენტისს Calciomercato.
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი – “მილანი” ფორვარდის დამატებას ცდილობს
მიზეზი ფულია – თურქი ჟურნალისტი ოსიმენის “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
“გავყიდდი თუ არა “ნაპოლის” 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?” – აურელიო დე ლაურენტისი
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი – რა კონტრაქტს სთავაზობს “ნაპოლი” კევინ დე ბრუინს
დარვინი “ნაპოლის” უახლოვდება – ნუნუესი სავარაუდოდ, “პარტენოპეის” ფორვარდი გახდება
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ “ნაპოლიში” დარჩენის მიზეზი განმარტა