ESPN-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო და განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა. ცნობილ დამრიგებელს 2 წლის წინ პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
“კიბო აღარ მაწუხებს. ორი წლის წინ რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე. მაშინ საქმე ცუდად იყო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რამდენიმე თვეში ერთხელ გავდივარ შემოწმებებს და ყველაფერი კარგად მიდის. უფრო და უფრო უკეთესად ვხდები”, – განაცხადა ვან გაალმა.
ინფორმაციისთვის, ვან გაალს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი ცნობილი გუნდი დაუმოძღვრავს. ბოლოს ის ნიდერლანდების ნაკრებს ედგა სათავეში, საიდანაც 2022 წელს წამოვიდა.
“ბარსელონას” და მსოფლიოს ვაფრთხილებ” – ბეილის განცხადება
“ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან…” – ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ვან გაალი: რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მესი
ვან გაალმა მუნდიალზე სკოლარის რეკორდი გაიმეორა
ნიდერლანდები უმწვრთნელოდ დარჩა – ვან გაალმა თანამდეობა დატოვა
