კვირას, ჩვენი დროით 23:00 საათზე, დიდი ფინალია. მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.
პარიზელთა შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით და ცუდი ზაფხული არც ლონდონელებს ჰქონიათ – მოიგეს კონფერენს ლიგა და მიმდინარე ტურნირის ფინალამდეც წარმატებით მივიდნენ. ენცო მარესკას გუნდი კარგადაც გაძლიერდა, ჟოაო პედროს თამაში ამაზე მოწმობს.
ლუის ენრიკეს მონსტრი ნახევარდაცვა ჰყავს და “ჩელსისთვის” კაისედოს (ტერფის პრობლემა დაძლია) მომჯობინება უმნიშვნელოვანესი იყო.
“მეტლაიფზე” პსჟს შემადგენლობა უცვლელი უნდა იყოს, პაჩოს დანაკლისი კი მართლაც სერიოზულია. უსმან დემბელემ “ოქროს ბურთისთვის” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ის უფრო მოტივირებული იქნება.
მადრიდის “რეალთან” რა თამაშიც ვნახეთ და “ინტერთან” ფინალის გამოცდილებაც ახლოსაა, შეუძლებელია, პარიზელებისგან მორიგ სასწაულს არ ელოდო, მაგრამ “ჩელსი” უფრო დაბალანსებული გუნდია და დაცვაში უფრო საიმედო იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი ჩემპიონატი აქვს, მაგრამ მისგან მეტი შედეგიანობის მოლოდინია და იმედია, მის გოლს მორიგ ფინალში ვნახავთ. ისევე როგორც, კიდევ ერთი თასი გვსურს!..
გოჩოლეიშვილმა “შახტარში” გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “რეალთან” მატჩში?
“ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს” – რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
“ჩვენს გუნდში საუკეთესოა” – ენრიკემ შეგირდი შეაქო
“ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი” – უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ზინედინ ზიდანი: რასაც ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ მარტივი არაა
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? – კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა – პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
უარი “ლივერპულს” და “ჩელსის” – ალონსოს ინიციატივით “რეალმა” პირველი ტრანსფერი შეათანხმა
“ჩელსიმ” ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა – ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს – რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს” – ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
“მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ” – გალასმა “არსენალი” გააკრიტიკა
“რეალთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “რეალს” ამარცხებს
[VIDEO] პსჟ GALACTICS! – “კვარას” გუნდმა “რეალი” გაანადგურა და ფინალში გავიდა
