– როცა პოლიცია თავნებობაზე გადადის, კრიმინალები თარეშობენ, პრემიერი მეგობრებზე და არა ხელისუფლებაზე გვესაუბრება, ისმის კითხვა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ, რომ „ოცნების” უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?

საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, – წერს ზურაბიშვილი.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს „ფეისბუქზე” აქვეყნებს და სვამს კითხვას, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ”, რომ „ოცნების” უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?”.
„როცა პოლიცია ზომიერებისა და თავშეკავების ნაცვლად, გადადის თავნებობაზე რიგითი მოქალაქის მიმართ, როცა კრიმინალები თარეშობენ ქუჩებში, პრემიერი ინსტიტუციის განცდას კარგავს და თავის მეგობრებზე და არა ხელისუფლებაზე გვესაუბრება, როცა მოსამართლე ადვოკატს რეპლიკის უფლებას ართმევს, როცა… როცა …. კითხვა ისმის: კიდევ რას ველოდოთ ამათი ჩამოშლის გზაზე? ან კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ „ოცნების” უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?”,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)