ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას აპირებს

რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

მათი ცნობით, ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დამყარების საკითხი განიხილეს.
“შედგა გასვლითი შეხვედრა ბადრა გუნბას, სერგეი კირიენკოს და ფედერალური სახელმწიფო საწარმო “როსმორპორტის” აზოვი-შავი ზღვის ფილიალის დირექტორის, ანა ფომენკოს მონაწილეობით. განხილვის მთავარი თემა იყო სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მარშრუტის შექმნა. მხარეებმა განიხილეს ს დედაქალაქსა და რუსეთის კურორტს შორის სტაბილური და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო კავშირის ორგანიზების ვარიანტები”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.