მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა.
როგორც Reuters წერს, ვანგთან მისი შეხვედრა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო დაძაბულობის გამწვავების ფონზე გაიმართა.
რუბიოს შეფასებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო“, მაგრამ ორივე მხარეს ჯერ კიდევ აქვს გადასაჭრელი საკითხები.
როგორც რუბიომ აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის შეხვედრის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა თარიღი ჯერ არ განხილულა.
ცნობისთვის, ამერიკის უმაღლესი დიპლომატი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით აზიაში პირველად ჩავიდა მალაიზიაში, სადაც აღმოსავლეთ აზიის სამიტსა და ასეანის რეგიონულ ფორუმს დაესწრება იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების კოლეგებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ