რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინას დრონებით შეუტიეს – დარტყმები განხორციელდა უნივერსიტეტსა და მუზეუმზეც

1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა ს დრონებით შეუტია. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, მიკოლაივსა და ოდესაში. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
“ღამით მტერმა ლვოვში ეროვნული მეხსიერების ორ ობიექტს დაარტყა: უნივერსიტეტს დუბლიანში და რომან შუხევიჩის მუზეუმს ბელოგორიაში. სიმბოლურად და ცინიკურად. ომი ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლვოვის მერმა.
რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოდესაშიც. თავდასხმის გამო, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში, ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსშიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.