NATO-ში ვაგზავნით შეიარაღებას, რომელსაც ნატო უკრაინას გადასცემს, ალიანსი აანაზღაურებს იარაღის სრულ ღირებულებას – ტრამპი

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება დადო ნატო-სთან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა „ენბისისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ რუსეთის შესახებ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა