ტრამპი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განუცხადა, რომ ახალი ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს – საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.
როგორც Reuters წერს, -მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებით (USMCA) გათვალისწინებულ საქონელს სავარაუდოდ, გამონაკლისი შეეხება და ძალაში დარჩება ენერგიასა და სასუქებზე 10%-იანი ტარიფები, თუმცა ტრამპს ამ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
Ipn.ge