ბაღდათში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა

ბაღდათში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.
ბაღდათის მერიის ცნობით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ.
„მერიის დაკვეთით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.