რუსეთის მასირებული შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო და ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებენ, რომ მთელ ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რამდენიმე უბანში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის 3 მძიმედ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმისას გამოვლენილი იყო “მაღალსიჩქარიანი სამიზნეები”, რაც ბალისტიკური იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს.