კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

მასირებული კომბინირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 10 ივლისის დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავდა 12 ადამიანი, რომელთაგან 9 ჰოსპიტალიზებულია.
კიევის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და სხვა შენობებში.
ივლისის დასაწყისიდან ს ჯარებმა კიევზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მათ შორის 4 ივლისს რაკეტებითა და დრონებით მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
ფორუმი