“კვარას” პსჟ-მ “რეალი” გაანადგურა და ფინალში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-მ „რეალი“ 4:0 დაამარცხა
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, პსჟ ისევ დომინირებდა, ხვიჩა დაცვას კვლავ აქტიურად ეხმარებოდა, დიდი მოცულობის შავ სამუშაოს ასრულებდა, რაც პაპანაქება სიცხეში ადვილი ნამდვილად არ იყო. მან დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც დუეს გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ „კვარა“ და დემბელე ბარკოლათი და რამუშით შეცვალა. 88-ე წუთზე კურტუას რამუშმაც გაუტანა და „პარი სენ ჟერმენმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
13 ივლისს, ფინალში პსჟ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
პსჟ – რეალი 4:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (6), 2:0 დემბელე (9), 3:0 ფაბიანი (25), 4:0 რამუში (88)
· zura222 ნაღდათ ტოტალიზატორის პონტებია დარწმნებული ვარ მაგაში, რეალ მადრიდი ეგრე არ აგეფს ხოლმე შანსი არაა, მაგარი მაზავშიკობა მიდის ეგრე წოდებულ დემოკრატიულ ევროპაში.
· Levani პსჟმ რეალს გადაუსვა შპაკლი 🙂 ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უყურეთ რას თამაშობენ თუნდაც მენდეში,ტიპი ნადირის. ისე რაღაცით ჩვენი ხარებაშვილი წააგავს მაგას და იმედია მასეთი გახდება მალე.
· ტუკო რამირესი გილოცავთ! მგონი, ჩვენი ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონობასაც მალე იზეიმებს!