“რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება სტატუს კვოს ლეგიტიმაციისთვის” – ცქიტიშვილი

პოლიტიკოსი, :
ასეთი მკაფიო ევროპარლამენტი ჯერ არასდროს ყოფილა! თუ ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, მაშინ დღეისათვის ამაზე მნიშვნელოვანი, მკაფიო და ცალსახა გზავნილი არ არსებობს. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე! საქართველო იმდენად დასცილდა უკვე ევროკავშირის, რომ ევროპარლამენტი მოთხოვს მდგომარეობის სრულ და დეტალურ აუდიტს. ამ აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველო დაკარგავს ყველა აქამდე მიღწეული პრივილეგიას (ასოცრება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია, და ასე შემდეგ). ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ქართული ოცნების რეჟიმის! ასევე, დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხის მიმართ გზავნილი ასეთია: ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის. მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის