2023 წლის 10 საუკეთესო ფილმი

2023 წლის მთავარი ფილმები დიდი უმეტესობა ჯერ არ კინოგაქირავებაში არ გამოსულა, შესაბამისად ამ ეტაპზე მხოლოდ კინოკრიტიკოსებისა და დიდი გამოცემების შეფასებებს შეგვიძლია დავეყრდნოთ.
სტატია შედგენილია გამოცემების Variety, The Guardian, Rate Your Movies, Entertainment Weakly, British Film Institute, Playlist, LA Times, IndieWire, NY Times, Vanity Fair მიერ გამოქვეყნებული ათეულების მიხედვით.
2023 წლის 10 საუკეთესო ფილმია:
10. Showing Up
კელი რეიხარდტი ტრადიციულად მოტყუებით მარტივ ფილმებს იღებს. მისი ახალი ნამუშევრის Showing Up მთავარი გმირი სკულპტორი ქალია, რომელიც პერსონალური გამოფენის წინ ცდილობს დაასრულოს ქანდაკებაზე მუშაობა. სურათში მთავარ როლს ბრწყინვალე მიშელ უილიამსი ასრულებს. ფილმი მგრძნობიარედ ეხება ისეთ თემებს, როგორებიც არის დანაწევრებული ოჯახი, ხელოვანი საზოგადოება და ნერვული აშლილობა, რომელიც კრიზისში მყოფი ხელოვანის განუყოფელი ნაწილია.
9. Anatomy of a Fall
8. The Boy and The Heron
7. The Holdovers
6. May December
5. Poor Things
მერი შელის ფრანკენშტეინის მორიგი ორიგინალური და იუმორით გაჯერებული გადააზრება, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ რეჟისორს, იორგოს ლანთიმოსს ეკუთვნის. სურათში მთავარ როლს ემა სტოუნი ასრულებს, მას კი ზურგს უბადლო უილემ დეფო უმაგრებს.
4. Zone of Interest
Under The Skin-ის რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის ახალ ნამუშევარს კინოს მოყვარულები უკვე 10 წელია ელოდებიან. კანის კინოფესტივალზე წარდგენილმა Zone of Interest-მა 4 ჯილდო მოიპოვა. ფილმის მთავარი გმირები საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცის კომენდანტი რუდოლფ ჰოსი და მისი ცოლი არიან.
3. Killers of the Flower Moon
კინოს ცოცხალი ლეგენდის, მარტინ სკორსეზეც ახალი ნამუშევარი. რეჟისორი არ იღლება და კაცობრიობას კვლავ სიხარბეში ამხელს. ამჯერად მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ოკლაჰომაში, ინდიელთა დასახლებაში ვითარდება. სკორსეზემ კიდევ ერთხელ ანდო მთავარი როლი ლეონარდო დიკაპრიოს, რომელმაც გული არც რეჟისორს და არც მაყურებელს გაუცრუა.
2. Oppenheimer
კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიულ დრამაში ორი ატომური ბომბი აფეთქდა, მაგრამ ფილმის ნამდვილი აფეთქება კილიან მერფის მიერ განსახიერებული ჯულიუს ოპენჰაიმერია, რომლის სულსაც არა რადიაცია, არამედ სინანულისა და დანაშაულის გრძნობები ანადგურებს.
1. Past Lives
2023 წლის ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი სელინ სონგი პირველივე ფილმით ძალიან დიდ განაცხადს აკეთებს. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი სამხრეთკორეელი მეგობარია, რომელიც ბავშვობაში დაშორდა და ერთმანეთის ხელახლა საპოვნელად 24-წლიანი გზა გამოიარა.
ანოტაციები: Playlist