ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ატამი “ხუმრობის მიზნით”, სოციალურ ქსელში ასატვირთად შეღებეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ გამოკითხა. ასევე, ინციდენტის ადგილზე, იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები, სადაც მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს , რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.
თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს, რომელიც ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.
“წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი კი იყრება. სწორედ ასეთი დაზიანებული ხილი ხუმრობის მიზნით შევღებეთ და ხალხმა ცუდად მიიღო. ცუდი ხუმრობა გამოვიდა.არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, თორემ ყველამ იცის, რომ მომწიფებულ ატამს ისედაც წითელი ფერი აქვს”, – ამბობს გიორგი უტიაშვილი (ვიდეოს ავტორი).
ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ